უმრავლესობა დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 11:07

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ეხება.

გუშინ გამართულ კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა.

კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ და იგი ხელახლა დაკომპლექტდება.

პრეზიდენტის შენიშვნები ითვალისწინებს უფლებამოსილების შეწყვეტას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  არაუფლებამოსილი პირების და იმ მოსამართლეების, რომლებიც არ არიან არჩეულები მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. ასევე, პრეზიდენტი ითხოვს, დაუტოვონ ერთი წევრის წარდგენის უფლება და პარლამენტმა თითოეული კანდიდატი  ხმათა 2/3-ით დაამტკიცოს, რაც 100 ხმაა.

ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 83 დეპუტატი ჰყავს, ცვლილების მისაღებად კი 89 ხმა სჭირდებათ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ პარლამენტის მიერ მიღებულ მეორე კანონპროექტს, რომელიც  ბრალდებულის უფლებას ეხება, თავად გადაწყვიტოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, პარლამენტი ამ საკითხზე ვეტოს დაძლევისგან, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს და კანონპროექტს პირვანდელი სახით დატოვებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59