ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

ოთხშაბათი, 01 მაისი, 2013 - 10:56

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული კონსტანტინე ს. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ,,გოლდსტარ 2002“ და ,,ნაგანი“-ს ტიპის უნომრო რევოლვერი ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58