სოსო შატბერაშვილი "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 19:54

ჩვენ როგორც ოპოზიციური პარტია, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს საპატიო სტუმრების რანგში ვიწვევთ, რომ გაიგონ, რა გვსურს და შემდეგ როგორც ოპონენტები, ისე გავაგრძელებთ თანამშრომლობას, - ამის შესახებ "ჯეონიუსს" "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოსო შატბერაშვილმა განუცხადა.

შატბერაშვილის თქმით, ხვალ "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელთა ყრილობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ყველა პარტია არის მიწვეული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დეპუტატები ყრილობას ვერ დაესწრებიან. 

როგორც ალიანსის" დამფუძნებელი განმარტავს, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიის ლიდერს ალიანსიდან ტელეფონით პირადად დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხად ლიდერებმა განუცხადეს რომ ყრილობას ვერ დაესწრებოდნენ, ვინაიდან ხვალ პარლამენტის სესია არის ჩანიშნული. მისივე თქმით, ყრილობას პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სოსო შატბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ხელისუფლებასა და ალიანსს შორის გარკვეული ინტერესთა სფერო გამოიკვეთოს. 

"თანამშრომლობის დროს ყოველთვის იკვეთება ინტერესი. თუ ჩვენ ვითანამშრომლებთ თუნდაც როგორც ხელისუფლება და ოპოზიცია, ალბათ თანამშრომლობის საერთო ხედვები და საერთო საკითხები გამოიკვეთება. "ქართული ოცნება" დამფუძნებელ ყრილობაზე მიწვეულია როგორც პარტია და არა როგორც ხელისუფლება, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიამ ისე ვითანამშრომლოთ. ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ ხელისუფლებასთან არ ვითანამშრომლებთ, ვთქვით, რომ ვიქნებით ხელისუფლების ოპოზიციაში", - განაცხადა შატბერაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59