ჯიმშერ ოთანაძე ქართულ არმიას 22 წლის იუბილეს ულოცავს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 18:34

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე და სამხედრო ექსპერტი ჯიმშერ ოთანაძე საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს ქართულ არმიის 22 წლის იუბილეს ულოცავს.

"ქართული არმიის 22 წლის იუბილეს საქართველოს შეიარაღებული ძალები სიამაყით ხვდება. მხედრული და ეროვნული სულისკვეთებით გავლილი გზა, ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მრავალი გმირობისა და თავდადების მაგალითი, საერთაშორისო მისიებში ღირსეულად შესრულებული ვალდებულებები, სწორედ ამ მონაცემებით ხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალები, ქართული არმიის იუბილეს.

აღნიშული იძლევა დიდი სიამაყის განცდას და პერსპექტიული მომავლის იმედს.

მინდა მივულოცო საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს ეს მნიშვნელოვანი დღე და ვუსურვო, ქვეყნის სამსახურში, მრავალი წარმატება", - ნათქვამია ოთანაძის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6