"ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, ათიათასობით ოჯახი განადგურდებოდა

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 16:32

შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. "ნაციონალებმა" კარგად იციან, რომ ოქტომბერში, საზოგადოება არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ფიზიკურ გადარჩენას ირჩევდა, -  ამის შესახებ, ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გადაცემა "კვირის პალიტრის" ეთერში განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ათიათასობით ოჯახი, უბრალოდ განადგურდებოდა. არჩევნებზე არ იყო ფიქრი პროდასავლურსა თუ პრორუსულზე, მემარჯვენესა თუ მემარცხენეზე, ვის ახსოვდა ეს? მთავარი, ხალხისა და ქვეყნის გადარჩენა იყო. ამიტომ დადგა ის შედეგი, რაც დადგა. "ნაციონალური მოძრაობა" მეორე პარტია არანაირად არ არის და ვერც ვერასდროს იქნება. ამაში თანდათან ვრწმუნდებით. რაც შეეხება კუკავას, მეორე ადგილი მისი პოპულარობის დამსახურებაა. დასავლეთის მიმართ პრეტენზიების წამოყენება, მისი პოპულარობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია", -  განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57