როგორც პაციენტს, ასევე ნატოს სჭირდება დიაგნოზის დასმა - დავით საგანელიძე

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 16:22

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ, როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, თავის სამედიცინო გამოცდილებასა და ნატოში საქართველოს გაუწევრიანებლობას შორის პარალელები გაავლო.

როგორც საგანელიძემ აღნიშნა, პაციენტის მოსარჩენად, სამი მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო - დიაგნოზის სწორად დასმა, მკურნალობის სწორად დანიშვნა და პაციენტის მიერ ამ ყველაფრის შესრულება.

მისი თქმით, სწორედ იგივე ხდება ნატოსთან მიმართებაში.

"თქვენ უნდა იცოდეთ, რა პრობლემები აქვს საქართველოს რეალურად, უნდა დასვათ დიაგნოზი და ჩვენ დავალებები უნდა შევასრულოთ. თუ აქამდე სწორად ვასრულებდით ყველაფერს, რატომ ვტკეპნით ერთ ადგილს ამდენ ხანს, რატომ ვერ შევდივართ ნატოს ღია კარში? იცით, რატომ ვარ ამდენი წლის მანძილზე ოპოზიციაში? - იმიტომ, რომ ყოველთვის სწორად ვსვამდი დიაგნიზს, იმიტომ, რომ როდესაც თქვენ საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარებაზე გესაუბრებოდნენ, მე 7 ნოემბერს, გაზით მოწამლული, რუსთაველის გამზირზე ვეგდე, ზურგზე რეზინის ტყვიები და არაერთი "დუბინკა" მაქვს მოხვედრილი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61