"ყაზბეგი-ლარსის" გამშვები პუნქტი 1 ივნისიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 14:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე "როუზ-როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამოსვლაში საუბარი იყო რუსეთთან პირდაპირი დიალოგის იმ ფორმატზე, რომელიც პრემიერის ინიციატივით შეიქმნა, რამაც, მისივე თქმით, გარკვეული შედეგები მოიტანა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება აღნიშნა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლესთან გრი­გო­რი კა­რა­სინთან შეხვედრა 4-5 ივ­ნისს პრაღაში შედ­გე­ბა, სადაც მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი სატრანსპორტო წინაღობების მოხსნას შეეხება.

"მხედველობაში მაქვს "ყაზბეგი-ლარსის" გამშვები პუნქტი, რომელიც 1 ივნისიდან დაიწყებს 24-საათიან მუშაობას. ეს საჭიროა იმისათვის, რათა ჩვენი ექსპორტი გავიდეს უმოკლესი გზით", - განაცხადა აბაშიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57