თურქეთი დაინტერესებულია, სოჭის ოლიმპიადისთვის განკუთვნილი ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე გაატაროს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 13:47

თურქეთი დაინტერესებულია, სოჭის ოლიმპიადისთვის განკუთვნილი საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთი, ტრანზიტის სახით, საქართველოს ტერიტორიაზე გაატაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ექსპერტების მსჯელობის საგანი გახდა.

„საუბარია თურქული ტვირთების გატარებაზე საქართველოს გავლით, ყაზბეგი-ლარსის მარშრუტით. ეს წინადადება თავისთავად საინტერესოა, რადგან საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო შემოსავლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59