პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 13:33

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 1 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება და 20 ივნისის ჩათვლით გასტანს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ განაცხადა.

ქებურიას განცხადებით, რეგისტრაცია ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ვებგვერდებზე: www.mes.gov.ge, www.registration.emis.ge უნდა გაიაროს, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინოს.

რეგისტრაციის მესამე ეტაპის ვადად განაზღვრულია 2013 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორცილდება იმ გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ საბუთებს განსაზღვრულ ვადებში არ წარადგენს.

რაც შეეხება გამოცდების ექსტერნად ჩაბარების წესს, მხოლოდ იმ მე-12 კლასელებს შეეხებათ, რომელთაც 2012 -2013 სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

ამ კატეგორიიის მოსწავლეებმა რეგისტრაცია 2013 წლის 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით შესაბამის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში უნდა გაიარონ. ექსტერნის გამოცდები 2013 წლის 7 მაისიდან 15 მაისი ჩათვლით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6