შსს-მ ყაჩაღური დაჯგუფება დააკავა

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 19:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის  ფაქტზე ოთხი პიროვნება: წარსულში ნარკოდანაშაულისა და ყაჩაღობისათვის ნასამართლევი გიორგი ვ, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ანზორ შ, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი მიხეილ პ. და დავით ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულები რუსთავში, დავით–გარეჯის ქუჩაზე, მარკეტ „გარეჯში“ შეიჭრნენ და ცივი იარაღის მუქარით გამყიდველს ფული მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა ორი ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილზე, ხოლო დანარჩენი ორი – მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

დაკავებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ერთ–ერთი თავდამსხმელი გიორგი ვ. ფეხის არეში დაიჭრა.

გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, რაც 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58