საპრეზიდენტო კანდიდატად, სავარაუდოდ, კახი კალაძე დასახელდება - კახი კახიშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 18:27

პოლიტოლოგმა  კახი კახიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ   პრესკონფერენციაზე აქცენტები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსა და "ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი"-ს შემოღებაზე გააკეთა.

კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის კანდიდატურაზე, შესაძლოა, კახი კალაძე იყოს წარდგენილი, ვინაიდან იგი "ქართული ოცნების" სახეა.

პოლიტოლოგის ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" განიხილება რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა საპრეზიდენტო არცევნებისთვის, თუმცა კახიშვილის ვარაუდით,  არჩევანი კახი კალაძეზე შეჩერდება.

კახიშვილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ კანონპროექტსაც შეეხო.

"ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის" შემოღება დღეს საქართველოში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს, ვინაიდან წინა ხელისუფლებისადმი ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები დაგროვდა, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ძალიან ცუდ ვითარებაში ჩავარდება "ნაფიცმსაჯულთა" მხრიდან", განაცხადა კახიშვილმა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, თავი შეიკავონ "ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის" შემოღებისგან, რადგან შესაძლოა "ნაციონალების" მსგავს სიტუაციაში, მომავალში  ისინიც აღმოჩნდნენ.

ბაჩუკი ტურაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58