სილქნეტი რეგიონებისთვის ახალ აქციას იწყებს

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 18:24

სილქნეტი რეგიონებისთვის საგაზაფხულო აქციას იწყებს. 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში რეგისტრირებული აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ 20 ლარად ოპტიკურ ქსელში (თელავი, ბათუმი, ქუთაისი) ნებისმიერი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტი აირჩიონ.

ამავე აქციის ფარგლებში მომხმარებელს სატელევიზიო სერვისზე რეგისტრაციისას, როგორც დსლ, ისე ოპტიკურ ქსელში, საჩუქრად გაუაქტიურდება 2 თემატური სატელევიზიო პაკეტი.

სასაჩუქრე თემატურ პაკეტში არ არის გათვალისწინებული „HD“ და „18+“ კატეგორიები. მათი არჩევის შემთხვევაში მომხმარებელს დაერიცხება სტანდარტული ტარიფი. აქცია ითვალისწინებს ფასდაკლებასაც სილქტივის მაქსიმალური პაკეტის არჩევის შემთხვევაში – დელუქსზე 40 ლარი დაერიცხება, დელუქს HD (ოპტიკა) – 50 ლარი.

აბონენტს აქციის განმავლობაში შეუძლია არჩეული ინტერნეტ–პაკეტის შეცვლა.

აქცია ვრცელდება მხოლოდ ფიზკურ პირებზე, რომლებიც ერთვებიან სილქტივის დსლ, ოპტიკურ ინტერნეტზე, ოპტიკურ სილქტივიზე და ოპტიკურ ორმაგ შეთავაზებაზე (ინტერნეტი, ტელევიზია). აქციაში ჩართვა ეზღუდებათ სამმაგი/ოთხმაგი შეთავაზების აბონენტებს და იმ პირებს, რომლებიც უკვე სარგებლობს სილქნეტის რომელიმე აქციით.

მომხმარებლები აქციის პირობებით ინსტალაციიდან ორი თვის განმავლობაში ისარგებლებენ. სერვისის ინსტალაციის ვადა 1 სექტემბრამდეა განსაზღვრული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58