დავით კირვალიძე გაკოტრებული ”სუპერმარკეტის” დირექტორს ემსგავსება

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 17:30

სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს საკუთარი პოლიტიკითა და მიდგომებით სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი სასოფლო სექტორი თავზე ემხობა და ის ემსგავსება გაკოტრებული ”სუპერმარკეტის” დირექტორს,  -  აცხადებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ალექსანდრე ლომოური.

ლომოურის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და პირადად დავით კირვალიძემ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, თუ რა შესაძლებლობების მქონეა სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხში და ისიც კარგად დავინახეთ, რომ სამთავრობო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით ჩავარდა. მისივე თქმით, სამინისტროს მენეჯმენტი მხოლოდ დამოკიდებულია სამინისტროს შენობაზე და ე.წ ”სკამებზე”. დღემდე ათასობით ადამიანს უჭირს დაჯერება იმისა, რომ ”დანაპირები სოფელს” სამთავრობო პროგრამა ვერ შესრულდა.

”სოფლის მეურნეობის ახლანდელი მინისტრი, წინა მორბედებისგან განსხვავებით, სამთავრობო პროგრამას სათავეში ჩაუდგა და ”საძირკველის ჩასხმა ზევიდან დაიწყო”. ამიტომაც დაემხო თავზე დაწყებული და აუშენებელი სისტემა. ვფიქრობ, კირვალიძე დროულად უნდა მოშორდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აღნიშნული დარგი ჩაიბაროს ეროვნული პოლიტიკის გამტარებელმა, რომელსაც მართლა სურს ქვეყანაში განვითარდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგი, რასაც სოფლის მეურნეობა ჰქვია”, -აცხადებს ლომოური.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58