ძირითადად ვსაუბრობდით რუსეთთან დაკავშირებით - ბიძინა ივანიშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 15:42

რა თქმა უნდა, გაცილებით იოლი იქნება, თუ ჩვენ მოვახერხებთ და სწრაფად დავალაგებთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან, თუმცა  ამ პრობლემიდან გამოსავლის გზების ძიებას ორივე მხარე ცდილობდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჰიუ ბელისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისი და ჰიუ ბელის საუბარი რუსეთის საკითხს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას შეეხო.

"ძირითადად ვსაუბრობდით რუსეთთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მოვახერხოთ უახლოეს დროში რეალურად შევიდეთ ნატოში იმ კუთხით, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება არ გვქონდეს აღდგენილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმასაც, თუ როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ ნატოს წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით "როუზ-როს"-ის საერთაშორისო სემინარი ტარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59