ქეით მიდლტონმა მომავალი შვილისთვის ცისფერი ეტლი შეიძინა

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 15:40

პრინცი უილიამსი და კემბრიჯის ჰერცოგინია ბავშვის სქესზე ჯერ არ ლაპარაკობენ, თუმცა ქეით მიდლტონმა შვილისთვის უკვე შეიძინა ცისფერი ეტლი, - ამის შესახებ მომავალმა დედამ ცოტა ხნის წინ წმინდა პატრიკის დღეს სამხედროების მეუღლეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ქეითმა bugaboo-ის ფირმის ღია ცისფერი საბავშვო ეტლი შეიძინა. ამ ბრენდის ფასი 500-დან 1000 ფუნტამდე მერყეობს.

მიუხედავად იმისა, რომ bugaboo-ს საბავშვო ეტლების მრავალფეროვანი გამა აქვს წარმოდგენილი, დაწყებული კლასიკური ფერებიდან - ვარდისფერი და ცისფერი, ასევე, გარდამავალი ფერები, ქეითმა მაინც ცისფერი შეარჩია.

მანამდე, გრიმსბში ერთ-ერთ შეხვედრაზე დათუნიის საჩუქრად მიღების დროს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას უნებლიედ წამოცდა, რომ ის გოგონას ელოდება. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომავალ პრინცესას ელიზაბეტ დიანა კეროლს დაარქმევენ.

კემბრიჯის ჰერცოგინია ბავშვს ივნისში ელოდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57