ახალმა ხელისუფლებამ საგარეო კურსში ახალი კომპონენტი შეიტანა - ბიძინა ივანიშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 15:21

ახალმა ხელისუფლებამ საგარეო კურსში ახალი კომპონენტი შეიტანა და მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთთან დიალოგის განახლების, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატოს სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილმა აგვისტოს ომზე და ნატოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა დელეგატებს.

"ჩვენ, ჩვენი მხრივ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის განუხრელად გატარების პარალელურად, ახალი კომპონენტი შევიტანეთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და გამოვთქვით რუსეთთან დიალოგის დაწყების მზადყოფნა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნამ საშუალება მოგვცა კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური და კულტურული კავშირები. მაგრამ, ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არის ერთადერთი ფორმატი რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით", -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59