პრეზიდენტი სააკაშვილი აგვისტოს ომის გამოძიებისგან თავს ვეღარ დაიძვრენს - ედუარდ შევარდნაძე

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 14:37

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გამოეხმაურა 19 აპრილის აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატივას. ექსპრეზიდენტის თქმით, "სად "ნაციონალური მოძრაობა" და სად ეროვნული მოძრაობა.

"პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წლის მანძილზე ანტიეროვნული იყო, როგორ შეიძლება ახლა ეროვნულად გადაიქცეს?. ამ ორ ცნებას არაფერი აქვს საერთო. შესაბამისად, ვერ შევაფასებ იმას, რაც აბსურდად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკური ძალის მომავალი თავად სააკაშვილსაც აღარ ადარდებს. მას ახლა გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი სადარდებელი აქვს. აგვისტოს ომის გამოიძიება იწყება და ეს ის საქმეა, საიდანაც თავის დაძვრენას სააკაშვილი ვერაფრით შეძლებს და  პასუხისმგებლობა არ ასცდება", - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58