ადვოკატმა რომეო საჯაიამ პროცესზე "გაჭედა" - ანი ნადარეიშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 13:04

სკანდალი სასამართლოზე!!!! - ამ სათაურით აქვეყნებს ახალაიას საქმესთან დაკაშირებულ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი. "ბაჩო ახალაიას ადვოკატს, რომეო საჯაიას, სანამ მოწმის დაკითხვა დაიწყებოდა, მოსამართლემ აუკრძალა კითხვების დასმა", - წერს ნადარეიშვილი. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტში სასკანდალო არის ის, რომ რამდენიმე დღის წინ რომეო საჯაიას უშიშროების თანამშრომლებმა დაურეკეს და პროკურატურაში დაიბარეს.

"დაიბარეს იგი პროკურატურაში და გააფრთხილეს, რომ იგი ძალიან აქტიურობდა ახალაიას პროცესზე და მოსთხოვეს, რომ დაწყნარებულიყო.

პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ ყველა მოწმე, რომლებმაც აღიარეს, რომ ჩვენებები მათ პროკურატურაში დააწერინეს, პროცესზე ადვოკატმა რომეო საჯაიამ "გაჭედა", - აღნიშნავს ანი ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და მათთან ერთად ბრალდებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი დღეს მიმდინარეობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59