ნაციონალური მოძრაობა სერიოზულ ნოკდაუნში იმყოფებოდა, თუმცა თანდათან იწყებს ფეხზე წამოდგომას - მიხეილ სააკაშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 12:27

შარშანდელი შემოდგომიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ ნოკდაუნში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ეს არ აღმოჩნდა ნოკაუტი და პარტია თანდათან იწყებს ფეხზე წამოდგომას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

 "19 აპრილის კარგად ორგანიზებულმა და მრავალრიცხოვანმა აქციამ, ისევე, როგორც შუალედურმა არჩევნებმა, იქ, სადაც ნაციონალური მოძრაობა რეალურად ჩაერთო ბრძოლაში, აჩვენა, რომ პარტიას აქვს კარგი შანსი საქართველოს მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლაში. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მარცხისაც და გამარჯვებისაც, მკარნახობს, რომ ახლა ყველაფერი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეა" დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის ახალი ენერგიისა და იდეების მოკრებას, სწორი ტაქტიკის შემუშავებას, ახალი ადამიანური რესურსების მოძიებას და დროულად გადაჯგუფებას.

წინ დიდი გამოწვევებია და ჩვენ ვალდებული ვართ გამოვიჩინოთ სიმტკიცე და ერთიანობა რეგრესის შეჩერების საქმეში!", - წერს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57