რუსთავის ავტოდრომზე სამი BMW E46-ის გათამაშების სეზონი იხსნება

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 16:44

რუსთავის ავტოდრომზე სამოყვარულო წყვილთა რბოლის ჩემპიონატის მონაწილეთათვის სამი BMW E46-ის მოგების სეზონი 28 აპრილს გახსნილად გამოცხადდება. 12:00 საათზე დაიწყება ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი. 12-ეტაპიან ჩემპიონატში სამი ავტომობილი RDW (უკანა წამყვანი), FWD (წინა წამყვანი), AWD (კვადრო) კლასებში თამაშდება.

12 ეტაპის ჯამური ქულებით თითოეული კლასიდან 6 საუკეთესო ქულის მქონე მონაწილე გადადის სუპერფინალში. ამას დაემატება ლატარეაში გამარჯვებული 2 მონაწილე. ლატარიის გათამაშების დოლურაში თითოეული მონაწილის სახელი მოხვდება იმდენჯერ, რამდენ ეტაპზეც მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, დაიკავა თუ არა საპრიზო ადგილი თითოეულ კლასში. ყველა ეტაპზე კლასებში გამარჯვებულები ELF-ის ზეთებით დასაჩუქრდებიან.

„ეს არის ნამდვილი სენსაცია. ასეთი რამ ქართულ ავტოსპორტს არ ახსოვს. ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ავტომოყვარულს აქვს საშუალება არა მხოლოდ გამოსცადოს თავის თავი, გამოაჩინოს შესაძლებლობები, გახდეს პირველი, არამედ გამოიყენოს ეს შანსი და ავტომობილიც მოიგოს. თანაც ასეთი შანსი 3 ადამიანს აქვს და ძალიან დიდ დაინტერესებას ველოდებით,“ აცხდებს ავტოდრომის მფლობელი, საავტომობილო სპორტული ასოციაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა.

გულშმატკივართა დასწრება უფასოა. სამივე BMW E46 თავის მფლობელს უკვე ელოდება და ავტოდრომზე თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. რაც შეეხება ჩემპიონატის მონაწილეებს, მათი რეგისტრაცია ხორციელდება წინასწარ, ხოლო დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა უნდა იხილონ საიტზე www.rim.ge

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57