ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა ოდიოზური გადაწყვეტილება იყო

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 16:34

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის გეგმის შესახებ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა  სააკაშვილის სურვილი იყო და ისევე, როგორც მისმა ბევრმა ოცნებამ, ამანაც ფორმა დაკარგა, რადგან რეალობასთან კავშირში არ იყო.

აღნიშნული განცხადებით, მარგველაშვილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

„კომპეტენტური ადამიანების აზრით, ამ შენობაში უნივერსიტეტის გახსნა ოდიოზური გადაწყვეტილება იყო. სპეციალისტები, რომლებიც ამის შესახებ საუბრობენ, უნივერსიტეტისა და კამპუსის კონცეფციაში კარგად ერკვევიან“, -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერისტეტში მერიის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59