კახა კუკავას გამარჯვება პარლამენტში გადახალისებას შეუწყობს ხელს - აკაკი ასათიანი

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 14:56

ტრადიციონალისტთა    ლიდერის  აკაკი ასათიანის  განცხადებით, ნაძალადევის რაიონში, შუალედურ არჩევნებში "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატის კახა კუკავას გამარჯვება პარლამენტში გადახალისებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ ასათიანმა "პრაიმტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ნაძალადევის რაიონში კუკავას გამარჯვებით, ახალი ძალით გადახალისდება პარლამენტი. კუკავა არის პრინციპული კაცი და ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა. გარდა ამისა, მე ჩემი სიმპათიები მაქვს სოსო მანჯავიძის მიმართ, თუმცა მხარდაჭერით კახა კუკავას ვუჭერ მხარს", - აცხადებს "ტრადიციონალისტთა" ლიდერი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57