ცესკო თანამდებობის პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის შესახებ განმარტებას აკეთებს

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 20:16

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შესახებ განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენელთათვის წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას აკრძალულია.

"მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ა.წ. 24 აპრილს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კახიანის მხარდასაჭერად ქ. სამტრედიაში ჩასული ენერგეტიკისა და განათლების მინისტრები იძულებული გახდნენ თბილისში დაბრუნებულიყვნენ იმ მოტივით, რომ საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. 

საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას აკრძალულია იმ პირთათვის, რომელთაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავიათ თანამდებობები.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ხოლო მე-2 მუხლის ”ხ” პუნქტის თანახმად მთავრობის წევრები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და შეუძლიათ ნებისმიერ დროს აწარმოონ წინასაარჩევნო აგიტაცია" - აღნიშნულია განცხადაბაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59