26 მაისი იქნება დიდი ეროვნული ზეიმი - გიორგი მარგველაშვილი

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 15:40

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მაგველაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ 26 მაისი დიდი ეროვნული ზეიმი იქნება, თუმცა, მისივე თქმით, ღონისძიების დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მთელი რიგი საკითხები დაზუსტების პროცესშია.

"ეს იქნება დიდი ეროვნული ზეიმი, რომელშიც მთავარი იქნება ის, რომ მთელი საქართველო ვიზეიმებთ ერთად ამ დიდი სიამაყის დღეს, ამაში ჩაერთვება ყველა. ეს იქნება დიდი თანხმობისა და ზეიმის დღე", -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისის ღონისძიებებისადმი მიძღვნილ კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით შეიქმნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59