თბილისის მერია მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს - ზაზა გაბუნია

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 15:02

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას საკრებულოში გაკეთებული განცხადებით, თბილისის მერია მოქალაქეების მოსყიდვას ვაუჩერებით ცდილობს, რაც სამწუხარო ფაქტია თბილისის მერიის ხელმძღვანელობისა და “ნაციონალური მოძრაობისთვის”.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამ სამი თვის მანძილზე კომუნალურ გადასახადზე დახმარების დაწესებით მერიამ აჩვენა საზოგადოებას რომ ამგვარი დახმარება ღირებული და მნიშვნელოვანია და ახლა მერია ცდილობს ამ ღირებულებით გამოყენებით ევაჭროს თბილისელებს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

გაბუნიას თქმით, დახმარების პროცესს უნდა მოეცვა 5 თვე თანმიმდევრობის მიხედვით, იანვრიდან მაისისი ჩათვლით, თუმცა მერიაში გადაწყვეტილება შეგნებულად შეცვალეს.

 “მე მოვითხოვ მერიისგან, რომ დაპირებისამებრ შემდეგი 2 თვეც გააგრძელონ კომუნალურ გადასახადებზე დახმარების პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება ამომრჩევლის პოლიტიკური მოსყიდვის მცდელობად”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მერიის არგუმენტი თითქოს გადაწყვეტილების შეცვვლის მიზეზი ის არის, რომ ნოემბერ-დეკემბერში უფრო მეტი ეხარჯება მოქალაქეს და ამიტომ შეცვალეს გრაფიკი, ძალიან გულუბრყვილოა.

დეპუტატის თქმით, ამ გადმოსახედიდან მერიას შეუძლია აპრილ-მაისთან ერთად მოსახლეობას ნოემბერ-დეკემბერშიც დაურიცხოს დახმარება. თბილისის ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59