მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშსა და ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 14:08

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა.

საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა, მათ ერთად ივახშმეს და ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61