სახელმძღვანელობის გამომცემლები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 12:40

ქართველი სახელმძღვანელობის გამომცემლები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს, 17:00 საათზე, "ქორთიარდ მარიოტში” შეხვდებიან.  

საუბარი შეეხება საგამომცემლო სექტორში შექმნილ კრიტიკულ ვითარებას, რომელიც უკავშირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებას სახელმძღვანელოების უფასო დისტრიბუციის თაობაზე, რაც არღვევს გამომცემელთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას და საფრთხეს უქმნის ზოგადად საგამომცმელო საქმიანობის სამომავლო განვითარებას.

გამომცემლები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ქართველი გამომცემლები თავიანთ მოსაზრებებს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინგლისურ ენაზეგაუზიარებენ, ხოლო მათგან რეკომენდაციებს მიიღებენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59