47 წლის მამაკაცმა ახალშობილი შვილიშვილი facebook-ის მეშვეობით გაყიდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 20:20

ინდოეთის  პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალი  ახალშობილი შვილიშვილის გაყიდვაში ედება. ბიზნესმენთან გარიგება facebook-ის მეშვეობით შედგა.

ასევე დაპატიმრებულია მისი ორი თანამზრახველიც, - ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, მამაკაცი საავადმყოფოში შეუთანხმდა მედდას და ექიმის თანაშემწეს, რომ გაჩენისთანავე  მისი შვილიშვილი მოეპარათ და მისთვის გადაეცათ. ბავშვის გაყიდვაში მას დაახლოებით 830 დოლარი გადაუხადეს. 

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს დაუმტკიცდება ბავშვის გატაცება და გაყიდვა, მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58