პრობაციონერებმა მცხეთის რაიონში დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:19

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზის მიმდებარე სკვერში დასუფთავების აქცია მოაწყეს.

აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

პრობაციონერებმა სკვერის ტერიტორია და მისი მიმდებარე ტყის მასივი პოლიეთილენის ბოთლებისგან და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

მცხეთის კეთილმოწყობის სამსახურმა აქციის მონაწილეებს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები დაახმარა.

პრობაციის ეროვნული სააგენტო პერიოდულად აწყობს დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა აქციებს, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციაში ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57