საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:04

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ის სპეციალური მიწვევით იმყოფება. საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, დღეს გაიმართა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით აქტიური დახმარებისთვის. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59