ენერგეტიკის სექტორი ყველაზე მიმზიდველია საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 14:28

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, პრემიერ-მონისტრ ბიძინა ივანიშვილს სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვა დაუსვეს ენერგეტიკის პოლიტიკის შესახებ. კითხვის ავტორს აინტერესებდა, როგორ განვითარდება ახალი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული დარგი და კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დადგება ეს საკითხი. 

პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება და დამოუკიდებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასაც განაპირობებს. 

"მთავარია, საქართველოში აღდგეს სამართლიანობა და იყოს დამოუკიდებელი სასამართლო და საქართველო იწოდებოდეს სამართლებრივ სახელმწიფოდ. რაც შეეხება ენერგეტიკას, ეს სექტორი ყველაზე მიმზიდველია საქართველოში. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეს უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოში და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას და საქართველო როგორც სატრანზიტო ზონა, მისი ეს ფუნქცია გაიზრდება", -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61