კობა დავითაშვილი პრემიერისგან განსხვავებით, სატელეფონი საუბრის შესახებ საჯაროდ საუბარს არ აპირებს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 14:08

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კობა დავითაშვილის განცხადებით, მას გუნდურობის პრინციპი არ დაურღვევია და პრემიერისგან განსხვავებით, სატელეფონი საუბრის შესახებ საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, მან ორჯერ მიმართა ჯანდაცვის მინისტრს და შეხვედრა სთხოვა, თუმცა, მისივე თქმით, სერგეენკომ ჩამოაცილა ინფორმაციასაც კი და გადაწყვეტილებები ისე მიიღო. 

"არც ერთი ნაბიჯით არ გადამიხვევია გუნდური თამაშის წესებიდან, თავს დამნაშავედ არ ვცნობ და  ამიტომ არ ვაპირებ არც კოალიციის და არც პარლამენტის დატოვებას. დაველოდები პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილმა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის რეფორმის ხელოვნურ გაჭიანურებაში დაადანაშაულა და მინისტრისგან საჯარო განმარტება მოითხოვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58