საქართველოს პრემიერ-მინისტრი ‫ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 21:13

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეკ სავიცკის შეხვდა.   პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს.

ევროპის სასახლეში გამართულ შეხვედრას, ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით სტრასბურგში 20 აპრილს გაემგზავრა, ვიზიტი 24 აპრილს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61