დათა ახალაიას სახელით გავრცელებული წერილი ნაციონალური მოძრაობის რიგებში განხეთქილებას ვერ შეიტანს - აკაკი მინაშვილი

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 18:15

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, დათა ახალაიას სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების თუნდაც ავთენტურობის დადგენა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებში, დაპირისპირებას ვერ შეიტანს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი წამოიჭრა, ნაციონალური მოძრაობის ერთიანობა საფრთხის ქვეშ არ დგას. ეს არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია გარკვეული პრინციპების, იდეებისა და ღირებულებების ირგვლივ და მას ჰყავს თავისი, დემოკრატიულად არჩეული ლიდერი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება სხვა საკითხებს, იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც არის დასმული იმ წერილში, თუ მისი ავთენტურობა დადასტურდა, ამაზე საუბარი ალბათ იქნება", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მინაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, როლანდ ახალაიამ ფრაქცია დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58