კომპანია აირზენა წინა ხელისუფლებას ქონების იძულებით წართმევაში ადანაშაულებს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 18:28

კომპანია "აირზენა"-ს გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, იძულების წესით მოხდა ავიაკომპანია " აირზენა ჯორჯიან ეარვეისი"-ს მიერ 2007 წელს, 3.000 000  ლარზე მეტი ღირებულების, ძირითადად TOYOTA-ს მარკის ავტომანქანების გადაცემა.

მისივე თქმით, ამას გარდა, კომპანია აირზენასგან, წინა ხელისუფლებას " საჩუქრის" სახით გადაეცა თვითმფრინავი. ამის შესახებ ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-მაც გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მხოლოდ "აირზენა"-ს მიერ, იძულების წესით გაჩუქებულ ქონებაზე არ არის.

დოკუმენტებში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია, სხვა კერძო კომპანიებისა თუ ბიზნესმენების მიერ წინა ხელისუფლებისთვის ქონების გადაცემის შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59