არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალაიას პასუხისმგებლობა შემცირდეს ან საერთოდ გაათავისუფლონ

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 18:03

თუკი დათა ახალაიას მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ ან საერთოდ გავათავისუფლოთ - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახალაიას საქმის განხილვა ჯერჯერობით ვირტუალურად მიმდინარეობს. კბილაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როდის ჩამოვა დათა ახალაია საქართველოში. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად რა ჩვენებას მისცემს ახალაია ჩამოსვლის შემთხვევაში.

კბილაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინაში სპეციალურად მივლენილმა გამომძიებელმა ოლეგ მელნიკოვი დაკითხა. მისი თქმით, მელნიკოვის დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო როგორც გირგვლიანის საქმისთვის, ისე იმ საქმისთვის, სადაც დაზარალებულად აზარაშვილი ფიგურირებს და ბრალი ახალაიას აქვს წაყენებული.

მთავარი პროკურორი ამბობს, რომ გირგვლიანის საქმე დასასრულს უახლოვდება. აღნიშნულზე მისი პოზიცია კი მაისში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61