კობა დავითაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 15:28

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრისგან საჯარო განმარტებას მოითხოვს.

კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს რეფორმის ხელოვნურ გაჭიანურებაში ადანაშულებს და ახალ საპარლამენტო პაკეტებთნ დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სფეროში მთავარი პრობლემა წამლების ხარისხია და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ წამლებში სამკურნალო ნივთიერება 100%- ის ნაცვლად 20%- ია.

ჯანდაცვის რეფორმის ავტორი სადაზღვეო კომპანიებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კორუფციული გარიგების ვერსიაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ კერძო სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობა ძველი ფორმით გააგრძელა.

კობა დავითაშვილის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით მთავრობამ 22 მარტს დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანიებს კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსალური დაზღვევის პაკეტი სრულად მომავალი წლის ივლისამდე ვერ ამოქმედდება, რაც დაუშვებელია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.4
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57