ქუთაისში მიცვალებულების დასაფლავება შეუძლებელი ხდება - გოგი წულაია

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 14:27

“თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს მიმართავს, მიცვალებულთა დაკრძალვისთვის დაწესებული მოსაკრებელი შემცირდეს და ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მოქალაქისათვის.

 

წულაიას განცხადებით, ქუთაისში მიცვალებულების დასაფლავება შეუძლებელი ხდება. რადგან ქალაქის საკრებულომ დაახლოებით ორი წლის მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით, მოსაკრებელი გაიზარდა.

"საფლავისთვის შეძენილ ტერიტორიაზე ახალი საფლავის გასაჭრელად ჭირისუფალმა 150 ლარი, ხოლო ამავე საფლავის მოსაწყობად 50 ლარი უნდა გადაიხადოს,გაზრდილი მოსაკრებელი ქუთაისის მერიის ჯიბეში მიდის, რადგან სასაფლაოების გაცემა-მოწყობაზე პასუხისმგელი ფირმის, შპს „ქართული ტრადიციების“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა", - აცხადებს გოგი წულაია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57