დათა ახალაიას განცხადება ვანო მერაბიშვილისთვის ძალიან მძიმეა

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 14:21

 "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" დათა ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა.  მერაბიშვილის თქმით, დათა ახალაიას განცხადება მისთვის ძალიან მძიმეა, რადგან მისივე თქმით, დათა ახალაია მისი დიდი ხნის მეგობარია. 

"თავისთავად ის, რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ მე პირადი მეგობრობა მაკავშირებდა ამ ადამიანთან წლების განმავლობაში და ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს იყო სერიოზული პოლიტიკური პრობლემა, არამედ ეს იყო პერსონალური პრობლემა და ჩემი პერსონალური პრობლემა საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59