ბოსტონში მომხდარ აფეთქებაში საგამოძიებო სამსახურმა ჩეჩნური კვალი აღმოაჩინა

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 16:38

გავრცელებული ინფორმაციით, ბოსტონში მომხდარ აფეთქებაში საგამოძიებო სამსახურმა ჩეჩნური კვალი აღმოაჩინა. როგორც პოლიცია ვარაუდობს, აფეთქების მომწყობი ჩეჩნური წარმოშობის მამაკაცია.

ამერიკის პოლიცია ახლა ფართომასშტაბიან ოპერაციას აწარმოებს ბოსტონის გარეუბანში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დასაკავებლად.

მეორე ეჭვმიტანილი წუხელ, პოლიციის სროლების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამერიკული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილი, რომლის ძებნაც ახლა მიმდინარეობს, 19 წლის ჯოხარ ცარნაევია, რომელიც წარმოშობით  მახაჩკალელია და უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57