შსს-ს გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირი აღარ გადაიკეტება

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 12:42

რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორიები დღის 12 საათიდან აღარ გადაიკეტება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება სამინისტრომ თბილისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა მათ არ შეექმნათ დისკომფორტი გადაადგილებისას.

ამავდროულად, შსს-ს განცხადებით, სამინისტრო ზრუნავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრო მოსახლეობას ინფორმაციას დროულად მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59