ხვალ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას მონიტორინგს უჩა ნანუაშვილი გაუწევს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 18:13

ხვალ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას მონიტორინგს სახალხო დამცველი  უჩა ნანუაშვილი გაუწევს.  ნანუაშვილის განცხადებით,  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და პირადად თვითონ,  აქციის დასრულებამდე რუსთაველის ტერიტორიაზე იქნებიან. 

"ჩვენი წარმომადგენლები აწარმოებენ ხვალ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონიტორინგს, რუსთაველის გამზირზე,  სადაც იმართება კონკრეტულად ეს მანიფესტაცია, იქნებიან მთელი დღის განმავლობაში და, რა თქმა უნდა,  ყოველი დარღვევის შემთხვევაში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის დაფიქსირება", - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59