19 აპრილის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იმედოვნებს, რომ აქციაზე ხელისუფლება პროვოკაციის საშუალებას არავის მისცემს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 15:54

"19 აპრილის" საორგანიზაციო კომიტეტის წევრი თეიმურაზ ზაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ ხვალინდელ აქციაზე ხელისუფლება პროვოკაციის საშუალებას არავის მისცემს. ამის შესახებ ზაქრაძემ "პოლიტიკოს" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საორგანიზაციო ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქციამ მშვიდობიანად ჩაიაროს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ხვალინდელ აქციაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

მან ასევე კომენტარი გააკეთა დათა ახალაიას განცხადებაზე და თქვა, რომ ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ და მხოლოდ 19 აპრილის აქციას უკავშირდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59