დავით უსუფაშვილი პრაღაში, რადიო თავისუფლებას ეწვია

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 14:45

პრაღაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი რადიო თავისუფლებას ეწვია და სხვადასხვა რედაქციის თანამშრომლებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხანმოკლე შეხვედრის მიუხედავად, მათთვის საინტერესო ბევრ კითხვას უპასუხა.

ვიდეო-ინტერვიუები ჩაიწერეს რადიო თავისუფლების რუსეთისა და უკრაინის ჟურნალისტებმა. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტ სალომე ასათიანთან პირდაპირ რადიო-გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია და ამჟამად 20 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის, 1953 წლის მარტიდან - ქართულად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.1
  • 3.53
  • 0.04
  • 0.47
  • 1.58