რუსთავში მძღოლები ხვალ გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 20:15

რუსთავში, ცურტაველის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "რუსთავის ტრანსპორტის ეროვნული გაერთიანების" ინიციატივით, ხვალ, 12.00 საათიდან 14.00 საათამდე, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება. 

აქციის მონაწილეები  "რუსთავი-თბილისის" სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ტენდერი თავისი კორუფციული სქემით გამიზნულია თბილისის ცალკეული ფირმების ავტომანქანების დასაქმებაზე, ხოლო  "რუსთავი-თბილისის" ხაზზე მომუშავე მძღოლები უმუშევარი დარჩება.

აქცია გამაფრთხილებელი ხასიათის იქნება და თუ მათი  მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი ყველა მიკროავტობუსის მძღოლებს გაფიცვის მოთხოვნით მიმართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58