დავით დარჩიაშვილი ახალაიას განცხადებაში ხელისუფლების ბრძოლის მეთოდებს ხედავს

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 14:47

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი დათა ახალაიას განცხადებას 19 აპრილის აქციას უკავშირებს  და მასში ხელისუფლების ბრძოლის მეთოდებს ხედავს. თუმცა დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ  ეს შეიძლება ნამდვილად დათა ახალაიას განცხადება იყოს

„უბრალოდ, უნდა ნახოთ განცხადების დრო, მიზანი, სხვა მოვლენები და გამოიტანოთ დასკვნა, რომ ეს არის ხელისუფლების ბრძოლის მეთოდი და ამაში რა დოზით მონაწილეობს თვითონ ახალაია, ან არ მონაწილეობს, არ ვიცი. სოციალური ქსელებით დეზინფორმაციის გავრცელება ძალიან ადვილია, ამაში კი ახალი ხელისუფლება, რომელიც „საბჭოთა კა-გე-ბეს“ მეთოდებითაა გაზრდილი, დახელოვნებულია და ეს შეიძლება იყოს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელშიც ვინ რა დოზით მონაწილეობს, მალე  გაირკვევა“. - დავით დარჩიაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59