„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის საქმეზე დასკვნას გამოაქვეყნებს

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 17:25

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეების მონიტორინგის ფარგლებში, შესწავლილ ერთ–ერთ საქმესთან დაკავშირებით, დასკვნას აპრილის ბოლოს გამოაქვეყნებს.

საქმე ეხება ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ 2012 წლის ივნისში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სასწავლებლის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა თანამდებობიდან დაითხოვა თავისი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

ორგანიზაციამ საქმის მიმართ მონიტორინგის ფარგლებში, შეისწავლა, როგორც საზოგადოებრივი კოლეჯის, ასევე გათავისუფლებული მხარის მიერ წარდგენილი მასალები და მტკიცებულებები, საქმის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, სასამართლო გადაწყვეტილებები, მედიაში თემის გაშუქება და საქმესთან დაკავშირებით, დღემდე მიღებული მხარეთა გადაწყვეტილებები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თამარ კაიკაციშვილის საქმის შესწავლას 2012 წლის აგვისტოდან ანხორციელებენ.

დასკვნა შედგება სარეკომენდაციო ნაწილისგანაც, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქობულეთის კოლეჯის დირექტორის მიმართ. ორგანიზაცია საქმეზე მომზადებულ დოკუმენტს მედიას, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს გააცნობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57