განათლების სამინისტრო ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების ინოვაციურ პროგრამაზე მუშაობს

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 20:21

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა მუშავდება, რომელიც საქართველოს ენობრივი განათლების სისტემისათვის ინოვაციურია.

პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი - ქართული ენის ფლობის დონეების (A1-A2, B1-B2) აღწერილობა, შესრულდა ზოგადევროპული მოდელის მიხედვით, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლითაც საერთაშორისო კონტექსტი ფუნქციონირებს.

პროექტის მეშვეობით ქართული ენა მსოფლიოს ენათა საურთიერთო ველში ჩაერთო, რომელშიც თითოეული ენა შედის სტანდარტიზებული, ანუ ყველასათვის გასაგები სახით.

აღნიშნული სტანდარტი ხელს უწყობს ქართულის, როგორც უცხო ენის, დამოუკიდებელ სასწავლო მიმართულებად ჩამოყალიბებას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ასევე პირველად მიმდინარეობს მუშაობა ქართულის, როგორც უცხო ენის, ერთენოვანი სახელმძღვანელოების კომპლექტზე ზოგადევროპული ენობრივი დონეების შესაბამისად. წლის ბოლოსთვის კი A1 და A2 დონეების სახელმძღვანელოები უნდა დასრულდეს.

პროექტი ქართული ენის უცხოელ შემსწავლელებს ქართულის, როგორც უცხო ენის, სრულ სასწავლო პაკეტს შესთავაზებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.1
  • 3.53
  • 0.04
  • 0.47
  • 1.58