ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მარტივდება

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 19:30

თბილისის მერიის ინიციატივით, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ქალაქში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მარტივდება.

პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებს, აღარ მოუწევთ პროექტის კორექტირების პროცედურის გავლა და არქიტექტურის სამსახურის მიერ, აღნიშნულის დადასტურება, ხოლო ზედამხედველობის სამსახური, ჯარიმის დაკისრების გარეშე, დასრულებულ მშენებლობებს მარტივად მიიღებს ექსპლუატაციაში. აღნიშნული ინიციატივით, მეორე კლასის შენობა-ნაგებობების მახასიათებლები 300 მ2-დან 500 მ2-მდე გაიზრდება, რაც ამ ტიპის სახლების მშენებლებს საშუალებას მისცემს, მეორე კლასის შენობებისთვის დაწესებული მთელი რიგი საკანონმდებლო უპირატესობებით ისარგებლონ და სამშენებლო სამუშაოები გაუთვალისწინებელი საჯარიმო სანქციების გარეშე დაასრულონ. სიახლე ქალაქში სამშენებლო სექტორის განვითარების ტენდენციებზე და მშენებლობების დროულად დასრულებაზე დადებითად აისახება.

შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესში შესული ცვლილებების შესახებ, ინფორმაცია დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ მშენებლებსა და არქიტექტორებს გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59