იაპონური კომპანია ბაზრიდან სამ მილიონ წუნდებულ მანქანას გაიყვანს

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 15:48

იაპონურ კორპორაცია  Takata Corp-ი იძულებულია, ბაზრიდან მოხსნას სამი უმსხვილესი მანქანათმწარმოებელი კომპანიის „ტოიოტას“, „ჰონდას“ და „ნისანის“ სამ მილიონზე მეტი მოდელი, რომლებსაც დამცავი საჰაერო ბალიშების ხარვეზი აქვს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება ამ გაუმართაობას სერიოზული ინციდენტი არ მოჰყოლია.

ტოიოტა იძულებულია მთელი მსოფლიოს ბაზრიდან გაიყვანოს 1,73 მილიონი მანქანა. მათ შორის ისეთი პოპულარული მოდელები, როგორიცაა „Corolla“ და „Camry“. ჰონდა ვალდებულია 1,14 მილიონ მოდელს უფასოდ შეუცვალოს ბალიშები. ნისანი შეამოწმებს 137 ათას ავტომანქანას, რომელიც გამოუშვა 2000-2004 წლებში.

ამ ინციდენტის შედეგად კორპორაცია „Takata-ს“ აქციების ფასი ტოკიოს საფონდო ბირჟაზე 11%-ით დაეცა.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57